loader

საუკეთესო კაბები "ემის" ცერემონიალის წითელი ხალიჩიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საუკეთესო კაბები "ემის" ცერემონიალის წითელი ხალიჩიდან

ლოს-ანჯელესში ამერიკული სატელევიზიო პრემია "ემის" (Emmy Awards) რიგით 64-ე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე სელებრითები შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ, მაგრამ საზოგადოების განსაკუთრებული აღფრთოვანება მსახიობმა სოფია ვერგარამ დაიმსახურა. სოფიას დიზაინერ ზუჰაირ მურადის კაბა ეცვა.

ფოტოგრაფების ყურადღება მოდელმა ჰეიდი კლუმმა და მსახიობმა ნიკოლ კიდმანმაც დაიმსახურეს. კლუმმა არჩევანი ალექსანდრე ვაუტიერის სამოსზე შეაჩერა. კიდმანი ცერემონიაზე მეუღლესთან, მომღერალ კიტ ურბანთან ერთად მივიდა. ნიკოლს დიზაინერ ანტონიო ბერარდის კაბა ეცვა.

მსახიობ ლუსი ლუს იტალიური მოდის სახლი "ვერსაჩეს" ლითონისგან დამზადებული კაბა ეცვა. მსახიობი ჯულიანა მური საზოგადოების წინაშე "დიორის" კაბით წარსდგა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე