loader

შარვლები შიშველი უკანალით და ბიუსტჰალტერი მამაკაცებისთვის - იოკო ონოს პროვოკაციული კოლექცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შარვლები შიშველი უკანალით და ბიუსტჰალტერი მამაკაცებისთვის - იოკო ონოს პროვოკაციული კოლექცია

იოკო ონომ მამაკაცის ტანსაცმლის უჩვეულო კოლექცია შექმნა - შარვლის უბეზე ხელის მტევანი, ამოჭრილი მკერდი და უკანალი.

კოლექციას ლენონის ქვრივის ჩანახატები "მოდა მამაკაცებისთვის" დაედო საფუძვლად, რომელიც მან ჯონს 1969 წელს ქორწილზე აჩუქა. მისი თქმით, ეს ნახატები ლენონის "სექსუალური სხეულის" პატივსაცემად შექმნა. "ვერ წარმოიდგენთ, როგორ აღფრთოვანდა და კიდევ უფრო შემიყვარა", - ამბობს იოკო.

თანამედროვე კოლექციას "მამაკაცების მოდა - 1969-2012" ჰქვია. იგი 18 აქსესუარისგან შედგება და შეზღუდული რაოდენობით გამოვა. მასში შედის - შარვლები შიშველი უკანალით, ვარდისფერი პიჯაკები, ბადიანი მაისურები, სამუხლეები, ჩექმები და მამაკაცის ბიუსტჰალტერიც კი.

კოლექციის შეძენა ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ლონდონსა და ტოკიოში და ასევე, ონლაინ-ვაჭრობითაა შესაძლებელი. ტანსაცმელი 25-დან 750 დოლარამდე ეღირება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე