loader

თბილისის მოდის კვირეული 14-16 დეკემბერს გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მოდის კვირეული 14-16 დეკემბერს გაიმართება

კომპანია "ჯეო ფეშენის" ორგანიზებით, თბილისის მოდის კვირეული 14-დან 16 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. როგორც სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რიგით მე-7 თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში 3-დღიანი პროგრამაა და დიზაინერები მოდის მოყვარულებს საახალწლო განწყობას შეუქმნიან.

დიზაინერები თავიანთ ნამუშევრებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავენ, სადაც ღია ცის ქვეშ დიდი კარავი მოეწყობა.

თბილისის მოდის კვირეულზე ათამდე დიზაინერი თავის კოლექციას წარმოადგენს. მათ შორის არიან გიორგი შაღაშვილი, უტა ბექაია, ეკა ბალანჩივაძე, ნინო ბაბუხადია, ქეთი ჩხიკვაძე და ავთანდილ ცქვიტინიძე.

როგორც თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თაკო ჩხეიძემ განაცხადა, მოსალოდნელია, მოდის კვირეულში გარკვეული ცვლილებებიც მოხდეს და თავიანთი ნამუშევრები სხვა დიზაინერებმაც წარმოადგინონ.