loader

ლედი გაგა დიმიტრი მედვედევით მოიხიბლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლედი გაგა დიმიტრი მედვედევით მოიხიბლა

ლედი გაგა სანკტ პეტერბურგში ჩაფრინდა სადაც მას კონცერტი აქვს დაგეგმილი. მანამდე კი მომღერალმა რუსეთის პრემიერ მინისტრ დიმიტრი მედვედევს მადლობა გადაუხადა იმ გამონათქვამის გამო რაც მან ერთ-ერთ შოუში გააკეთა.

"მადლობა თქვენ, პრემიერ-მინისტრო, იმისათვის რომ არ დაუჭირეთ მხარი თქვენი პარტიის კანონპროექტს, რომელიც გეი პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული და ამის ნაცვლად თქვენ მხარი დაუჭირეთ ჩემ შოუს და ფანებს მთელ რუსეთში", - დაწერა გაგამ თავის ტვიტერზე.

მედვედევს რომელსაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაზე დაუსვეს კითხვა განაცხადა, რომ ყოველი ურთიერთობა ადამიანებს შორის არ უნდა იქცეს კანონმდებლობად, ვინაიდან ადამიანებს შორის ყველა ურთიერთობა კანონით არ რეგულირდება. "ეს არის ჩემი პოზიცია. ასეთია Единая Россия-ს პოზიცია" - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.