loader

ჰოლივუდი იარაღის წინააღმდეგ - შოუბიზნესის ვარსკვლავების მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰოლივუდი იარაღის წინააღმდეგ - შოუბიზნესის ვარსკვლავების მიმართვა

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა მონაწილეობა მიიღეს ახალ სოციალურ რეკლამაში, რომელიც ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. კინოსა თუ მუსიკის 50-მდე ცნობილი წარმომადგენელი, მათ შორის: ბიონსე, ჯენიფერ ანისტონი, რიზ უიზერსპუნი, გვინეტ პელტროუ, სელენა გომესი, უილ ფარელი, ჯეისონ ბეიტმანი შეუერთდნენ საზოგადოების მოთხოვნას გამკაცრდეს კონტროლი იარაღის გაყიდვაზე. "საკმარისია! კიდევ რამდენი კოლეჯი, საკლასო ოთახი, კინოთეატრი, ქუჩის კუთხე. საკმარისია! მოვითხოვოთ ახლავე, როგორც დედამ, მამამ, მეგობარმა, მეუღლემ, ამერიკელმა. სენდი ჰუკის ბავშვებისთვის მოვითხოვოთ ქმედება, სანამ ძალიან გვიანი არაა" - ნათქვამია ვარსკვლავების ვიდეომიმართვაში.