loader

ენ ჰეთევეი, ჰიუ ჯეკმანი, ჯესიკა ჩასტეინი და დენიელ დეი-ლუისი - "ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ენ ჰეთევეი, ჰიუ ჯეკმანი, ჯესიკა ჩასტეინი და დენიელ დეი-ლუისი - "ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები

13 იანვარს ლოს-ანჯელესში კინოპრემია "ოქროს გლობუსის" ცერემონია გაიმართა. საუკეთესო დრამატულ ფილმად "ოპერაცია არგო" დასახელდა. სურათი ისლამური რევოლუციის დროს თეირანში 1979 წელს მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება. გარდა ამისა, ბენ აფლეკმა, რომელმაც "ოპერაცია არგო" გადაიღო, როგორც საუკეთესო რეჟისორმა, "ოქროს გლობუსი" მოიპოვა.

ჯილდო ნომინაციაში "საუკეთესო უცხოური ფილმი" მიხაელ ჰანეკეს ავსტრიულ სურათს, "სიყვარულს" ერგო. დრამატულ ფილმში საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დენიელ დეი-ლუისი დასახელდა ("ლინკოლნი"), ხოლო საუკეთესო ქალ მსახიობად - ჯესიკა ჩასტეინი ("მიზანი ნომერი პირველი"). საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კრისტოფ ვალცი გახდა ("ჯანგოს თავისუფლება").  ნომინაციაში "საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი" ტომ ჰუპერის მიუზიკლმა "საბრალონი" გაიმარჯვა. ამ ფილმმა ჯილდო მოიპოვა ნომინაციებში - "საუკეთესო მსახიობი კომედიაში ან მიუზიკლში" - (ჰიუ ჯეკმანი) და "საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობი" - (ენ ჰეთევეი).  კომედიასა და მიუზიკლში საუკეთესო მსახიობი ქალი ჯენიფერ ლოურენსი გახდა ("ჩემი მეგობარი ბიჭი შეშლილია").

საუკეთესო სიმღერად ადელის მიერ შესრულებული "Skyfall" აღიარეს ("007": ოპერაცია სქაიფოლი"), საუკეთესო დრამატულ სერიალად - "უცხო შინაურთა შორის". დრამატული სერიალის საუკეთესო ქალ მსახიობად კლერ დეონსი, ხოლო საუკეთესო მამაკაც მსახიობად დამიან ლუისი დასახელდნენ. ტელეფილმის ან მინი-სერიალის საუკეთესო მამაკაც მსახიობად კევინ კოსტნერი ("ჰეთფილდები და მაკკოები"), საუკეთესო ქალ მსახიობად კი ჯულიანა მური ("თამაში შეიცვალა") აღიარეს.

სცენაზე ასევე გამოვიდა ბილ კლინტონიც, რომელმაც ფილმი "ლინკოლნი" წარადგინა. გარდა ამისა, საპატიო "ოქროს გლობუსი" ჯოდი ფოსტერს გადაეცა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე