loader

გურამ ოდიშარიამ ოპერის დირექტორის თანამდებობიდან დავით საყვარელიძის გადადგომაზე კომენტარი გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ ოდიშარიამ ოპერის დირექტორის თანამდებობიდან დავით საყვარელიძის გადადგომაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის თანამდებობიდან დავით საყვარელიძის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დავით საყვარელიძე ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად 9 წელიწადი მუშაობდა. მან ნაყოფიერი წლები გაატარა თეატრში, თუმცა ყველაფერი მოითხოვს განახლებას და დღის წესრიგში დადგა თეატრის დირექტორის შეცვლაც.

გურამ ოდიშარიას განცხადებით, მას დავით საყვარელიძესთან ხშირად ჰქონდა საუბრები და მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დავით საყვარელიძე დატოვებდა დირექტორის თანამდებობას.

მინისტრის განცხადებით, საყვარელიძეს სამინისტრომ შესთავაზა ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, თუმცა საყვარელიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე უარი განაცხადა.

გურამ ოდიშარიას განცხადებით, დავით საყვარელიძის ადგილზე არაერთი ადამიანი განიხილება. მინისტრის ცნობით, ერთ-ერთი კანდიდატია დირიჟორი გიორგი ჟორდანი
.