loader

ქალად გადაცმულმა სტივენ ტაილერმა American Idol-ის ჟიურის უკანალი მიუშვირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალად გადაცმულმა სტივენ ტაილერმა American Idol-ის ჟიურის უკანალი მიუშვირა

American Idol-ის მე-12 სეზონის შესარჩევ ტურებზე ჟიურის წინაშე, კონკურსანტის როლში ცნობილი მომღერალი და როკ ჯგუფ Aerosmith-ის სოლისტი სტივენ ტაილერი წარსდგა. ის ქალის ფორმაში იყო გამოწყობილი. ჟიურის წევრებმა ცნობილი მომღერალი მაშინვე იცნეს და მისი ხუმრობით ძალიან იმხიარულეს.

"მინდოდა მოვსულიყავი და ყველას მოგსალმებოდით. წარმატებას გისურვებთ ამ წელს", - მიმართა ჟიურის ტაილერმა. მიუხედავად ლეგენდარული მომღერლის მცდელობისა, ჟიურიმ ის მორიგ ტურში არ გადაიყვანა, რის გამოც "გაბრაზებულმა" სტივენმა მათ უკანალი მიუშვირა.