loader

მოდის და კომფორტის სინთეზი - ნატალია ვოდიონოვა და Etam პარიზის მოდის კვირეულზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოდის და კომფორტის სინთეზი - ნატალია ვოდიონოვა და Etam პარიზის მოდის კვირეულზე

პარიზის მოდის კვირეულზე თეთრეულის ფრანგულმა ბრენდმა Etam-მა უახლესი კოლექციის ჩვენება გამართა. კოლექციის შექმნაში მონაწილეობა მიიღო კომპანიის სახემ, რუსმა სუპერმოდელმა ნატალია ვოდიონოვამ. მისი თქმით, კოლექციაზე მუშაობისას მოდის და კომფორტის შერწყმას ცდილობდა.

ძვირად ღირებული თეთრეულის გაყიდვებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოდის ამ სფეროზე ეკონომიკური კრიზისი არ მოქმედებს, პირიქით, ინდუსტრიაში არნახული ზრდა აღინიშნება. ცნობილი თეთრეულის ბრენდების წლევანდელ გაყიდვებში 40%-იანი ზრდა შეინიშნებოდა.