loader

"სოთბის" აუქციონზე ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა 4 მარტს გაიხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სოთბის" აუქციონზე ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა 4 მარტს გაიხსნება

ლონდონში, "სოთბის" აუქციონის სახლში 4-12 მარტს ცხრა ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

როგორც "სოთბის" ვებგვერდზეა აღნიშნული გამოფენა-გაყიდვას აუქციონის სახლის კურატორი სუად გარაევა წარმოადგენს. გამოფენა გაყიდვა იმართება სახელწოდებით - "გზაჯვარედინზე" (At the Crossroads) და მასში შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის მხატვრების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. მსგავსი სახის გამოფენა-გაყიდვა "სოთბიში" პირველად იმართება.

საქართველოდან გამოფენა-გაყიდვაზე წარდგენილია ჯიფსონ ხუნდაძის, ავთო ვარაზის, ალექსანდრე ბანძელაძის, ირაკლი ფარჯიანის, კოკა რამიშვილის, ლევან ჭოღოშვილის, მერაბ აბრამიშვილის, თამარ კვესიტაძის და კოტე სულაბერიძის ნამუშევრები.