loader

რატომ აქვს ჯუდ ლოუს საკუთარი პლაკატი უნიტაზზე დაკრული და რატომ ყნოსავს მილა კუნისი თითს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ აქვს ჯუდ ლოუს საკუთარი პლაკატი უნიტაზზე დაკრული და რატომ ყნოსავს მილა კუნისი თითს

მსახიობები ჯუდ ლოუ, მილა კუნისი და ჯუდი დენჩი The Graham Norton Show-ს ესტუმრნენ. წამყვანმა ჯუდ ლოუს გაახსენა, რომ ერთ დროს ის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად იყო დასახელებული, რაზეც ჯუდმა ამასთან დაკავშირებით სახალისო მომენტი გაიხსენა. მან განაცხადა, რომ ის გარეკანი, სადაც მისი სურათი იყო გამოქვეყნებული, მისმა მეგობარმა ამობეჭდა და შემდეგ უნიტაზზე დააკრა.

ნორტონმა არც მილა კუნისი დაივიწყა, რომელიც 2012 წლის სექსუალურ ქალად იყო დასახელებული და ჟურნალის გარეკანი უჩვენა, სადაც მილა წელზევით შიშველია და საჩვენებელი თითი პირთან აქვს მიტანილი. წამყვანმა მილას ხუმრობით ჰკითხა, რა მიზეზით ყნოსავდა იგი თითს, რასაც დარბაზში მხიარულება მოყვა.