loader

"ერისიონის" კონცერტი კრემლში ქართული დროშით და ხანგრძლივი აპლოდისმენტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერისიონის" კონცერტი კრემლში ქართული დროშით და ხანგრძლივი აპლოდისმენტები

9-10 მარტს კრემლის სამთავრობო სასახლეში ანსამბლ "ერისიონის" კონცერტები გაიმართა. რუსი მაყურებელი და რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და ოვაციებით შეხვდნენ სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს.

"5-წლიანი შესვენების შემდეგ ქვეყნის მთავარ სცენაზე უნიკალური ქართული ანსამბლის, "ერისიონის" ორი გამოსვლა შედგა. მსოფლიოში ცნობილ ეთნოშოუში, "საქართველოს საგანძურში", გაერთიანებულია მრავალხმიანი სიმღერა, ცეკვაში ასახული სიუჟეტები ქვეყნის ისტორიიდან, ეროვნული ტანისამოსი და სინათლის შოუ. ეს ყველაფერი კი ქართველებისთვის დამახასიათებელი ცეცხლოვანი და ტემპერამენტიანი შესრულებით" - ასე ეხმაურება რუსული პრესა ქვეყნის დედაქალაქში სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვიზიტს.

"ერისიონი" რუსეთში 4 მარტს გაემგზავრა. რუსული ტურნეს ფარგლებში, სახელმწიფო ანსამბლმა კონცერტები როსტოვში, კრასნოდარში, სტავროპოლსა და მოსკოვში გამართა.


ასევე იხილეთ:

- "ერისიონის" კონცერტი კრემლში და ერთი აქტივისტის პროტესტი ოკუპაციას

- "ერისიონი" სტავროპოლში - აპლოდისმენტები და შეძახილები - "საქართველო"