loader

კიმ ბესინჯერის და ალეკ ბოლდუინის შვილი მოდელობას იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიმ ბესინჯერის და ალეკ ბოლდუინის შვილი მოდელობას იწყებს

სანამ ალეკ ბოლდუინი და მისი მეუღლე ჰილარი ტომასი ბავშვის დაბადებას ელიან, მისი და კიმ ბესინჯერის 17 წლის ქალიშვილი, აილენდ ბოლდუინი სამოდელო კარიერას იწყებს. გავრცელებული ხმების მიხედვით, აილენდმა უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას სამოდელო სააგენტო IMG Models-თან.

აღსანიშნავია, რომ მისმა დედამ, ცნობილმა მსახიობმა კიმ ბესინჯერმა თავისი კარიერა სწორედ მოდელობით დაიწყო.

IMG Models-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული სამოდელო სააგენტოა. სწორედ მისი საშუალებით გაითქვეს სახელი ჟიზელ ბუნდჰენმა, კეიტ მოსმა, ტაირა ბენკსმა, ჰეიდი კლუმმა და სხვა წარმატებულმა მოდელებმა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე