loader

"ცეკვები ისეთივე ცხელი, როგორც ქართული სისხლი" - სუხიშვილები კიევში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცეკვები ისეთივე ცხელი, როგორც ქართული სისხლი" - სუხიშვილები კიევში

კიევში 7 მარტს ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა კონცერტი გამართა. სუხიშვილების ცეცხლოვან წარმოდგენას უკრაინულმა არხმა Интер-მა სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა.

"მათი ცეკვები ისეთივე ცხელია, როგორც კავკასიური სისხლი - სუხიშვილების ბალეტმა 10-ჯერ შემოიარა მსოფლიო, თუმცა გენერალური რეპეტიცია მათთვის წმინდათაწმინდაა. იმისთვის, რომ "ჯიგიტებმა" ცეკვაში მთელი ტემპერამენტი გამოამჟღავნონ, მუხლებსა და ფეხის თითებზე სპეციალურ მოწყობილობას იკეთებენ. ამით მათ შეუძლიათ სცენაზე რთული ილეთების შესრულება. ერთ გამოსვლაში მოცეკვავეები საშუალოდ 3 კილოგრამს კარგავენ" - ჰყვება ჟურნალისტი რეპორტაჟში.

"ბაბუა სულ გვეუბნებოდა: შეეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ ჩემი გვარი არასდროს ჩამოვარდეს მსოფლიო აფიშებიდან. ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთებას, რომ სუხიშვილების გვარი ყოველთვის იყოს მსოფლიო თეატრების აფიშებზე", - აცხადებს ნინო სუხიშვილი.

"ცეცხლი, ვნება და გრაციოზულობა - ყველაფერი ის, რაც ქართველებს სისხლში და ცეკვებში აქვთ" - ამბობს სიუჟეტის ავტორი.


ასევე იხილეთ:

- "მფრინავი ქართველები" - სუხიშვილების ცეცხლოვანი ცეკვა ბულგარულ ტელეშოუში

- სუხიშვილების "ქართული ენერგია" და ახალი ცეკვა "სნო"

- ცეკვა ექსპრომტად - რატომ იცეკვეს სუხიშვილებმა უკრაინული ტურნეს დასაწყისში კოსტიუმების გარეშე?