loader

ვივიენ ვესტვუდმა მიშელ ობამას სტილი დაუწუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვივიენ ვესტვუდმა მიშელ ობამას სტილი დაუწუნა

ბრიტანელმა დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა მიშელ ობამას სტილი გააკრიტიკა. ერთ-ერთ ინტერვიუში აშშ-ის პირველ ლედიზე საუბრისას დიზაინერს არ მოერიდა საკუთარი აზრის გამოთქმის:

"ნუ მესაუბრებით მის შესახებ. რაც მას აცვია, საშინელებაა. არ მსურს ამაზე ლაპარაკი. თავს ვერ ვაიძულებ, რომ მის სტილზე რამე კარგი ვთქვა", - აღნიშნა ვესტვუდმა.

"მიშელი არის ქალი, რომელიც კარგად გამოიყურება და მეტი არაფერი. არ იცის სამოსის ისე შერჩევა, რომ მოიხდინოს. ჟაკლინ კენედი სულ სხვა საქმეა. მას ყველაფერი უხდებოდა, ყოველთვის ისე გლამურულად და მოდურად ეცვა. აი, რისთვისაა საჭირო მოდა - ის თვითგამოხატვაში გვეხმარება და არა კონსერვატულად და მოსაწყენად ჩაცმაში, როგორც ეს მიშელ ობამას შემთხვევაში ხდება", - აღნიშნა ლეგენდარულმა დიზაინერმა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე