loader

თამარ გვერდწითელის კონცერტი და ვარსკვლავის გახსნის ცერემონია თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ გვერდწითელის კონცერტი და ვარსკვლავის გახსნის ცერემონია თბილისში

15 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართა.

მომღერალმა ცნობილი და ახალი სიმღერები შეასრულა. კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო პარტერში სკამები დაამატეს.

თამარ გვერდწითელმა რამდენიმე დუეტი შეასრულა ცნობილ რუს მსახიობ დიმიტრი დიუჟევთან, რომელიც გვერდწითელს პარტნიორობას უწევდა რუსეთის პირველი არხის გასართობ შოუში "Две звезды". გარდა ამისა, გვერდწითელმა პატრიარქის "ავე მარია" და "ალილუიაც" იმღერა. კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დათო ოქიტაშვილმა საპატიო სტუმარ დიმიტრი დიუჟევს თეთრი ჩოხა უსახსოვრა.

კონცერტის ბოლოს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი გაიხსნა. გვერდწითელის კონცერტი ტელეკომპანია "იმედის" იუბილის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

იხილეთ: თამარ გვერდწითელის და დიმიტრი დიუჟევის "განშორება" ბედნიერი დასასრულით