loader

სოფი და ნოდი ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა Waterfall-ის ვიდეოკლიპში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფი და ნოდი ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა Waterfall-ის ვიდეოკლიპში

2013 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ქართველი მონაწილეების, სოფო გელოვანის და ნოდიკო ტატიშვილის საკონკურსო სიმღერაზე კლიპის გადაღება დასრულდა.

სიმღერა Waterfall-ის კლიპი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რეჟისორმა თემო კვირკველიამ გადაიღო. ვიდეორგოლის გადაღება წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და თბილისში მიმდინარეობდა. ქართველი კონკურსანტების ჩაცმულობაზე დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ იზრუნა.

ლირიკული ბალადა Waterfall ქართველი მომღერლებისთვის შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეი სონმა (Thomas G: son) შექმნა.

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი სიმღერით Waterfall მაყურებლის წინაშე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს წარსდგებიან. ისინი შვედი ბექ-ვოკალისტების - იოჰანა ბეიბომის, ჰანს მარტინ კაგემარკის და ლიზეტე ვარეს იუჰლმენის თანხლებით გამოვლენ.

რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შვედეთის ქალაქი მალმე 14, 16 და 18 მაისს უმასპინძლებს. წელს კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს.