loader

მომაჯადოებელი ხმის მომღერალმა ჟიურის სამი წევრი დეპრესიაში ჩააგდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომაჯადოებელი ხმის მომღერალმა ჟიურის სამი წევრი დეპრესიაში ჩააგდო

ამერიკული Voice-ის მეორე ეპიზოდში ჟიურის წინაშე 22 წლის კონკურსანტი, სარა საიმონსი წარსდგა. მომაჯადოებელი ხმის კონკურსანტმა ჯოან ოსბორნის ცნობილი სიმღერა If god was one of us (ღმერთი რომ ერთ-ერთი ჩვენგანი იყოს) შეასრულა. ჟიურის ოთხივე წევრი შემობრუნდა და თითოეული მათგანი აღფრთოვანებას ვერ მალავდა არაჩვეულებრივი შესრულების გამო. თითოეულმა ყველა ხერხს მიმართა, რომ სარა მათ გუნდში აღმოჩენილიყო. რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ გოგონამ არჩევანი ადამ ლევინზე შეაჩერა და ჟიურის დანარჩენ წევრებს გული დასწყვიტა. "ის, უბრალოდ, სასწაულია" - თქვა Maroon 5-ის სოლისტმა მას შემდეგ, რაც სარა საიმონსი თავის გუნდში იხილა. რაც შეეხება შაკირას, მომღერალმა თქვა, რომ სარამ თავისი არჩევანით ის დეპრესიაში ჩააგდო.