loader

დენიელ კრეიგს ავტოშოუზე 7-წუთიანი ვიზიტისთვის 1 მლნ დოლარი გადაუხადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დენიელ კრეიგს ავტოშოუზე 7-წუთიანი ვიზიტისთვის 1 მლნ დოლარი გადაუხადეს

ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელ დენიელ კრეიგს ნიუ-იორკის ავტოშოუზე 7-წუთიანი ვიზიტისთვის 1 მლნ დოლარი გადაუხადეს. ვარსკვლავი ავტოშოუზე ახალი Range Rover-ის წარსადგენად მივიდა.

თავდაპირველად დამსწრე საზოგადოებას ვიდეო აჩვენეს, რომელშიც დენიელი ავტომობილის საჭესთან ზის და ნიუ-იორკის ქუჩაში დასეირნობს. კლიპის დასრულების შემდეგ საზოგადოების წინაშე თავად დენიელიც წარსდგა. ვარსკვლავი ღონისძიებაზე ძალიან ცოტა ხნით გაჩერდა.

იხილეთ: რატომ აგინეს ერთმანეთს ენ ჰეთევეიმ და დენიელ კრეიგმა?