loader

ორმა უძლიერესმა კონკურსანტმა Voice-ის მუსიკალური რინგი "ააფეთქა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორმა უძლიერესმა კონკურსანტმა Voice-ის მუსიკალური რინგი "ააფეთქა"

ამერიკაში Voice-ის ბრმა ქასთინგი დასრულდა და მონაწილეებმა მუსიკალურ რინგზე გადაინაცვლეს. პირველმა შერკინებამ საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა. ყველაზე გამორჩეული იყო ადამ ლავინის გუნდის წევრების - ჯუდიტ ჰილის და კარინა იგლესიასის დუეტი. გოგონებმა ჯეიმს ბრაუნის It's a Man's World ფანტასტიკურად შეასრულეს და მთელი დარბაზი, მათ შორის ჟიურიც, ფეხზე დააყენეს.

ჟიურის წევრებისგან ორივე კონკურსანტმა საქებარი სიტყვები დაიმსახურა. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ადამმა არჩევანი ჯუდიტზე შეაჩერა.

გასულ სეზონში Voice-ს ახალი წესი - კონკურსანტის "მოპარვა" დაემატა, რომლის მიხედვით, ჟიურის წევრებს საშუალება ეძლევათ, ორ კონკურსანტს შორის დამარცხებული თავიანთ გუნდში აიყვანონ. ამჯერად ახალი წესი შაკირამ გამოიყენა და მან კარინა თავის გუნდში აიყვანა.


იხილეთ: 28 წლის კონკურსანტმა არაჩვეულებრივი ვოკალით ამერიკული Voice-ის ჟიური გააოგნა