loader

სიმპათიური კონკურსანტის მოსახიბლად Voice-ის ჟიურის წევრი სკამზე წამოწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმპათიური კონკურსანტის მოსახიბლად Voice-ის ჟიურის წევრი სკამზე წამოწვა

ავსტრალიაში მიმდინარე Voice-ის ბრმა ქასთინგზე ჟიურის წინაშე 20 წლის მომხიბვლელი კონკურსანტი ბენ გოლდსტეინი წარსდგა, რომელმაც ავსტრალიელი მომღერლის, Lior-ის სიმღერა Bedouin Song შეასრულა. სიმღერის დაწყებიდან პირველივე წამებზე შემობრუნდა დელტა გუდრემი, რომელსაც კონკურსანტის შესრულებით მოხიბლული სილი მოჰყვა.

ჟიურის ერთადერთი მანდილოსანი წევრი არა მარტო ვოკალურმა მონაცემებმა, არამედ ბენის გარეგნობამაც მოხიბლა. "შენ არაჩვეულებრივი ხარ" - აღფრთოვანებას ვერ მალავდა დელტა. მან ყველა მეთოდს მიმართა, რომ 20 წლის ბენი თავის გუნდში "შეეტყუებინა". ქალური მომხიბვლელობაც არ დაიშურა და სკამზე სექსუალურ პოზაში მოკალათდა. დელტამ საწადელს მიაღწია - ბენ გოლდსტეინმა არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა.


იხილეთ:

"ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი" - Voice-ის კონკურსანტმა ჟიურის წევრი დააჩოქა

ავსტრალიური Voice-ის ჟიურის წევრმა სიხარულით სკამიდან "იფრინა"