loader

უსმენოდ და უხმოდ შესრულებულმა სიმღერამ ჟიურის წევრი მაგიდაზე ააცეკვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უსმენოდ და უხმოდ შესრულებულმა სიმღერამ ჟიურის წევრი მაგიდაზე ააცეკვა

ბრიტანული "ნიჭიერის" შესარჩევ ტურებზე ჟიურის და მაყურებლის წინაშე 22 წლის MC BOY წარსდგა, რომელმაც საკუთარი სიმღერა შეასრულა. მის გამოსვლას ყველანი ეჭვის თვალით უყურებდნენ, რადგან ახალგაზრდა კონკურსანტი არც ისე შესაშური ვოკალური მონაცემებით გამოირჩეოდა, თუმცა ნელ-ნელა ენერგიული მუსიკის რიტმს ყველა აჰყვა და ჟიურის წევრებმა ცეკვა დაიწყეს. განსაკუთრებით აქტიურობდა ერთ-ერთი მათგანი - დევიდ უილიამსი, რომელიც მაგიდაზეც კი ავიდა და კოლეგას საიმონ კოუელს უცეკვა.

MC BOY-ს გამოსვლით მხოლოდ საიმონი იყო უკმაყოფილო, თუმცა მისმა ხმამ ვერაფერი გადაწყვიტა - ჟიურის დანარჩენმა წევრებმა კონკურსანტი მორიგ ტურში გადაიყვანეს.