loader

მარკ ბაუერის კოლექცია და ავთანდილის ჩვენება ცირკში - "თბილისის მოდის კვირეულის" 1-ლი დღე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარკ ბაუერის კოლექცია და ავთანდილის ჩვენება ცირკში - "თბილისის მოდის კვირეულის" 1-ლი დღე

თბილისის ისტორიის მუზეუმში "თბილისის მოდის კვირეული" ამერიკელი დიზაინერის, მარკ ბაუერის მინი-კოლექციის დათვალიერებით გაიხსნა. მარკ ბაუერი ცნობილ საესტრადო და კინოვარსკვლავებს აცმევს. ის ცნობილია, როგორც ე.წ. წითელი ხალიჩის დიზაინერი.

ამერიკელი დიზაინერის ჩვენების შემდეგ პოდიუმი რია ქებურიას, ატელიე "მატერიას" და უკრაინელი დიზაინერის, ქსენია შნაიდერის შექმნილ ტანისამოსში გამოწყობილმა მოდელებმა დაიკავეს.

თბილისის მოდის კვირეულის პირველი დღე ავთანდილ ცქვიტინიძის 2013-2014 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებით დასრულდა. პოდიუმი განსხვავებულ გარემოში - თბილისის ცირკში იყო მოწყობილი. მოდელების გამოსვლამდე მოწვეული სტუმრებისთვის ჟონგლიორებმა საცირკო-აკრობატული ნომრები წარმოადგინეს.

"თბილისის მოდის კვირეულზე" უცხოელი დიზაინერები და მოდის კრიტიკოსები არიან ჩამოსულები; ასევე, იმყოფებიან უცხოური მედიის წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე