loader

"ევროვიზიის" აზერბაიჯანელი კონკურსანტი თბილისში ქართულად ამღერდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროვიზიის" აზერბაიჯანელი კონკურსანტი თბილისში ქართულად ამღერდა

"ევროვიზიის" პრომო-ტურის ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანელი კონკურსანტი ფარიდ მამადოვი ესტუმრა. 21 წლის მომღერალი თბილისში ერთი დღით იმყოფება, ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს და ქართველ კონკურსანტებთან, ნოდიკო ტატიშვილთან და სოფო გელოვანთან ერთად სანო-სტუდიაში ჯემსეიშენს გამართავს.

როგორც აღმოჩნდა, ფარადს ბებია ქართველი ჰყავს. პრესკონფერენციის შემდეგ მომღერალმა, "პალიტრა ტვ"-ის თხოვნით, ქართული და აზერბაიჯანული სიმღერები შეასრულა. "დედის დედა ქართველი მყავს. მან მაზიარა ქართულ კულტურას, სიმღერას და აქაური სამზარეულო შემაყვარა. ძალიან მიყვარს ქართული სიმღერები და ხინკალი" - განაცხადა ფარიდ მამადოვმა.

იხილეთ: სოფი და ნოდი ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა Waterfall-ის ვიდეოკლიპში

იხილეთ ვიდეო
georgianews.ge -ზე