loader

ვიქტორია ბექჰემი შთაგონებას საკუთარი შიშველი სხეულისგან იღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიქტორია ბექჰემი შთაგონებას საკუთარი შიშველი სხეულისგან იღებს

Spice Girls-ის ექს-სოლისტს, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემის მეუღლეს, პროვოკაციული განცხადებების კეთება უყვარს. ამჯერად 39 წლის ვიქტორია ბექჰემი გამოტყდა, რომ თავის მოდელებს სრულიად შიშველი ქმნის. ამის შესახებ დიზაინერმა ლონდონში, ჟურნალ Vogue-ის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დიზაინერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ნამუშევრები ასეთი იმ უნიკალური შთაგონების წყალობითაა, რომელსაც საკუთარი შიშველი სხეულისგან იღებს. ვიქტორიას თქმით, გუნდის წინაშე გაშიშვლება მისთვის შემოქმედებითი პროცესის განუყრელი ნაწილია.

"პირველ ყოვლისა, გუნდთან ერთად ვჯდები და იდეურ დისკუსიას ვმართავ. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ, ვართ გახსნილები, ვსაუბრობთ და მე ვშიშვლდები, რათა სამოსი ჩემს სხეულზე შევქმნა", - ამბობს ვიქტორია.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე