loader

Be Next - კონკურსი ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, მოდის ცნობილი სახეებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Be Next - კონკურსი ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, მოდის ცნობილი სახეებით

ქობულეთი 6-9 ივნისს ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსს, Be Next-ს უმასპინძლებს. კონკურსის შესახებ "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა ისაუბრეს. სოფო ჭყონიას განცხადებით, უკვე 10 წელია, რაც საქველმოქმედო ფონდი Societe Anonyme-ის ორგანიზებით ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსი იმართება, რომელშიც 18-დან 30 წლამდე ასაკის დიზაინერები მონაწილეობენ.

პროექტს დაესწრებიან მოდის სფეროს გავლენიანი ფიგურები. წლევანდელ კონკურსს სხვა ცნობილ მედიასაშუალებებთან ერთად, ჟურნალი Vogue გააშუქებს.

კონკურსის გარდა, ყოველდღიურად გაიმართება მასტერკლასები, ფოტოგამოფენები, აქსესუარების გამოფენები და ცნობილი ქართველი დიზაინერების - ავთანდილის, თამუნა ინგოროყვას და დათუნა სულიკაშვილის ჩვენებები.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია