loader

"პუტკუნა" მოდელი ჟურნალი Elle-ის გარეკანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პუტკუნა" მოდელი ჟურნალი Elle-ის გარეკანზე

2012 წლიდან მოდაში ჭარბწონიანი ქალებია და პრესტიჟული სამოდელო სააგენტოებიც პუტკუნა გოგონებისთვის კასტინგს ატარებენ.

Cosmopolitan-ისა და Vogue-ის შემდეგ მოდის ერთ-ერთი მთავარი მეტრის, ჟურნალი Elle-ის ჯერი დადგა. ჟურნალი Elle-ის დანართის, Elle Quebec-ის მაისის თვის გარეკანზე 26 წლის ფრანგი მოდელი, ჯასტინ ლეგალტი დაბეჭდეს. ჯასტინის სიმაღლე 175 სანტიმეტრია და 42 ზომა სამოსს იცვამს - ამ პარამეტრების გათვალისწინებით, ფრანგი მოდელი ზომაზე მეტად "პუტკუნაა".

"ჩემი დღის რეჟიმი სხვა მოდელების მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათთან შედარებით, გემრიელ კერძებზე უარს არ ვამბობ. მეც ვზრუნავ ტანადობასა და კანზე", - ამბობს ის.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე