loader

"შემომეფეთე უეცრად" - დიანა ღურწკაია დათო კენჭიაშვილის ახალი სიმღერისთვის დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემომეფეთე უეცრად" - დიანა ღურწკაია დათო კენჭიაშვილის ახალი სიმღერისთვის დაბრუნდა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია ახალი სიმღერის ჩასაწერად საქართველოში ჩამოვიდა. სიმღერას "შემომეფეთე უეცრად", რომლის ავტორი მომღერალი დავით კენჭიაშვილია, მსმენელი ორ კვირაში მოისმენს. ახალ სიმღერაზე კლიპის გადაღებაც იგეგმება.

დიანა ღურწკაიასა და დათო კენჭიაშვილისთვის ეს მესამე ერთობლივი ნამუშევარია. ამჟამად მომღერლები ახალ ალბომზე მუშაობენ. როგორც ღურწკაიამ განაცხადა, კენჭიაშვილთან ჩაწერილი დუეტები რუსეთში საკმაოდ პოპულარულია და მუსიკოსები ამ სიმღერებს მოსკოვში დაგეგმილ რამდენიმე კონცერტზე ერთად შეასრულებენ.

დიანა ღურწკაია აღდგომის დღესასწაულს საქართველოში შეხვდა და მომავალ კვირას მოსკოვში გაემგზავრება.

ასევე იხილეთ:
დიანა ღურწკაიასა და დავით კენჭიაშვილის "სატრფიალო"