loader

კირა ნაიტლის მოკრძალებული, ფრანგული ქორწილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კირა ნაიტლის მოკრძალებული, ფრანგული ქორწილი

ბრიტანელი მსახიობი კირა ნაიტლი ჯგუფ Klaxons-ის პიანისტს, ჯეიმს რაიტონს გაჰყვა ცოლად. წყვილმა 4 მაისს მარსელთან ახლოს, საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ მაზანში იქორწინა. ცერემონია, რომელსაც წყვილის რამდენიმე მეგობარი ესწრებოდა, ქალაქის მერიის შენობაში გაიმართა.

28 წლის მსახიობმა Chanel-ის მოკრძალებული კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვლად, "ბალეტკები" შეარჩია. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ახალდაქორწინებულები 50 სტუმართან ერთად მაზანის ციხესიმაგრეში გაემართნენ. სტუმრებს სიძის ჯგუფი Klaxons ართობდა.

კირა ნაიტლიმ და ჯეიმს რაიტონმა ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს. შარშან მაისში წყვილის ნიშნობა გაიმართა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე