loader

სოფო გელოვანის და ნოდიკო ტატიშვილის პირველი რეპეტიცია "ევროვიზიის" სცენაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფო გელოვანის და ნოდიკო ტატიშვილის პირველი რეპეტიცია "ევროვიზიის" სცენაზე

"ევროვიზია 2013"-ის ქართველმა კონკურსანტებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა მალმოს არენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს.

ქართველი მონაწილეების სასცენო დადგმა რეჟისორ ლაშა ონიანს ეკუთვნის. საკონკურსო სიმღერა "Waterfall" ქართველებისთვის შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეისონმა (Thomas G: son) შექმნა. ტომას ჯეისონი 2012 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული სიმღერის, "Euphoria"-ს ავტორია.

"ევროვიზიის" ქართველი კონკურსანტები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი სიმღერით "Waterfall" მაყურებლის წინაშე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს წარსდგებიან. ისინი შვედი ბექ-ვოკალისტების, იოჰანა ბეიბომის, ჰანს მარტინ კაგემარკის და ლიზეტე ვარეს იუჰლმენის თანხლებით გამოვლენ.

ასევე იხილეთ: სოფი და ნოდი ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა Waterfall-ის ვიდეოკლიპში

წყარო: eurovision-georgia.ge

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე