loader

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე

მალმეს ოპერის სახლში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე 58-ე ევროფესტივალის კონკურსანტებმა და დელეგაციებმა გაიარეს. წვეულებაზე იმყოფებოდა საქართველოს დელეგაციაც.

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტები, სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით "Waterfall" მაყურებლის წინაშე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს წარსდგებიან. ისინი მე-15 ნომრად იმღერებენ. სოფოს და ნოდიკოს ბექ-ვოკალისტები შვედი მომღერლები: იოჰანა ბეიბომი, ჰანს მარტინ კაგემარკი და ლიზეტე ვარეს იუჰლმენი არიან.

ქართველი მონაწილეების სასცენო დადგმა ცნობილ რეჟისორს, ლაშა ონიანს ეკუთვნის. საკონკურსო სიმღერა "Waterfall" ქართველებისთვის შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეისონმა (Thomas G: son) შექმნა. ტომას ჯეისონი 2012 ევროფესტივალის გამარჯვებული სიმღერის, „Euphoria”-ს ავტორია.

რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შვედეთის ქალაქი მალმე 14, 16 და 18 მაისს უმასპინძლებს. წელს კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს.

წყარო: eurovision-georgia.ge

იხილეთ ინგლისური ვერსია