loader

ბრედლი კუპერმა მეგობარს ნიშნობა პირდაპირ ეთერში ვარდების თაიგულით მიულოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრედლი კუპერმა მეგობარს ნიშნობა პირდაპირ ეთერში ვარდების თაიგულით მიულოცა

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მსახიობი ბრედლი კუპერი სიურპრიზებით არის ცნობილი. იგი მეგობრებსა და თაყვანისმცემელ გოგონებს საჩუქრებით ხშირად ანებივრებს.

ამჯერად ბრედლიმ ამერიკელი ტელეწამყვანი სავანა გუტრიე გაახარა. სავანა და კუპერი დიდი ხნის მეგობრები არიან. გუტრიე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. ის პირდაპირ ეთერში იყო, როდესაც, ყველასთვის მოულოდნელად, სტუდიაში მსახიობი შევიდა და მეგობარს ნიშნობა ულამაზესი წითელი ვარდების თაიგულით მიულოცა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე