loader

სოფის და ნოდის შთამბეჭდავი გამოსვლა "ევროვიზიის" ნახევარფინალში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფის და ნოდის შთამბეჭდავი გამოსვლა "ევროვიზიის" ნახევარფინალში

"ევროვიზიის" ქართველმა მონაწილეებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.

სოფიმ და ნოდიმ მეორე ნახევარფინალურ საღამოზე სიმღერა Waterfall შეასრულეს. მეორე ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (50/50) გამოავლინეს.

რიგით 58-ე "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ფინალი 18 მაისს შედგება. ფინალურ საღამოზე 2013 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.

"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე