loader

ევროვიზიის გამარჯვებულმა მთელი ევროპა მოატყუა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროვიზიის გამარჯვებულმა მთელი ევროპა მოატყუა

"ევროვიზია-2013"-ის გამარჯვებულმა ემილი დე ფორესტმა მთელი ევროპა მოატყუა. დანიელმა გოგონამ განაცხადა, რომ იგი დედოფლის შვილთაშვილია. მომღერალი ყვებოდა, თუ როგორი რთულია, იყო დედოფლის შვილთაშვილი. ემილის თქმით, იგი დედოფალ ვიქტორიას შთამომავალია, თუმცა მის ტყუილს მალევე ფარდა აეხადა. ჟურნალისტებმა შეძლეს და გამოიკვლიეს მისი წინაპრების ვინაობა. აღმოჩნდა, რომ "ევროვიზიის" გამარჯვებულს სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს სამეფო ოჯახთან. ამის შემდეგ ემილი დე ფორესტმა თავადაც აღიარა, რომ ეს ნაბიჯი პიარის გამო გადადგა. მან პრესას სთხოვა, ამის შესახებ აღარ ესაუბრათ.