loader

უკრაინული Voice-ის ჟიურის წევრმა სიმღერა გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა - სიყვარულის ტრაგიკული დასასრული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინული Voice-ის ჟიურის წევრმა სიმღერა გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა - სიყვარულის ტრაგიკული დასასრული

ტინა კაროლიმ 1 თვით ადრე, 28 აპრილს, მეუღლე, ევგენი ოგირი სიმსივნით გარდაეცვალა. ტინა იმ დროს გასტროლებზე იმყოფებოდა და კონცერტს მართავდა. მომხდარის შესახებ მას კულისებში შეატყობინეს. ტინამ და ევგენიმ ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს, როდესაც მომღერალმა ევგენის, როგორც პროდიუსერს, დახმარებისთვის მიმართა. 1 წლის შემდეგ ახალგაზრდებმა ხელი მოაწერეს, ხოლო ცოტა ხანში ჯვარიც დაიწერეს. 2008 წლის ნოემბერში მათ ვაჟი, ვენიამინი შეეძინათ.

ტინამ Voice-ის სცენაზე სიმღერა Помню შეასრულა, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა. მთელი სიმღერის განმავლობაში მისი კოლეგები მომღერალს ფეხზე წამომდგარნი უსმენდნენ.