loader

მზადება OPEN AIR 2013-ისთვის - წინასაფესტივალო წვეულება მთაწმინდის პარკში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მზადება OPEN AIR 2013-ისთვის - წინასაფესტივალო წვეულება მთაწმინდის პარკში

5 ივნისს "დინამო არენაზე" ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2013 გაიმართება. საორგანიზაციო საკითხებზე კომპანია Altervision Group-ის წარმომადგენლებმა მთაწმინდის პარკში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

პრესკონფერენციის შემდეგ ოფიციალური წინასაფესტივალო ივენთი გაიმართა. სპეციალურად ამ დღეს მელომანებისთვის ბენდებმა მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს.

Altervision Group-ის ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2009 წლიდან ტარდება. ფესტივალის 5-წლიან ისტორიაში, მუსიკალური პროგრამა წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება. "მუსიკა ათავისუფლებს" - ამ სლოგანით გამართულ მუსიკალურ ფესტივალში წელს მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ. 5 ივნისს, 16:00 საათიდან Altervision Group-ი ყველას "დინამო არენაზე" გიწვევთ.

იხილეთ ინგლისური ვერსია