loader

პოეზიის ტური ბეთანიაში, "მწვადი-ფართი" და ახალგაზრდა ქართველი პოეტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოეზიის ტური ბეთანიაში, "მწვადი-ფართი" და ახალგაზრდა ქართველი პოეტები

დაბა ბეთანიამ ახალგაზრდა ქართველ პოეტებს უმასპინძლა. ღონისძიება ამერიკული ცენტრი "ლანგეითის", ტურისტული კომპანია LanGate Tours-ის და "საქართველოს ხელოვნების კომპანიის" ორგანიზებით გაიმართა.

ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, პაატა შამუგიამ, თემო არაბულმა, დავით ყანჩაშვილმა და სხვა ახალგაზრდა პოეტებმა საკუთარი შემოქმედება მსმენელს ღია ცის ქვეშ, კოცონის ფონზე გააცნეს. პარალელურად, პოეზიის ტურის მონაწილეებისთვის დაბა ბეთანიაში ექსკურსია, პიკნიკი და გათამაშება მოეწყო. ტური "მწვადი-ფართით" დაგვირგვინდა.

ღონისძიების ორგანიზატორები ამ ფორმით იწყებენ პოეზიის ტურებს საქართველოს რეგიონებში.