loader

ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსმა Be Next-მა საუკეთესოები გამოავლინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსმა Be Next-მა საუკეთესოები გამოავლინა

ქობულეთში, 6-დან 10 ივნისის ჩათვლით, ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსი გაიმართა. ოცდახუთმა ქართველმა და უკრაინელმა დიზაინერმა თავისი შემოქმედება უცხოელ მოდის კრიტიკოსებს, ჟურნალისტებს და მოდის ექსპერტებს დახურულ ჩვენებაზე წარუდგინა.

მოდის თანამედროვე ტენდენციების საკუთარი ხედვა ცნობილმა დიზაინერებმა: დათუნა სულიკაშვილმა, ავთანდილ ცქვიტინიძემ და ყაზახმა დიზაინერმა აინურ ტურისბეკმაც წარმოადგინეს. დათუნა სულიკაშვილი ქართულ მოტივებზე შექმნილი მოდელების წარმოდგენას გონიოს ციხეში გეგმავდა, თუმცა წვიმიანი ამინდის გამო გეგმები შეიცვალა და ჩვენება ბათუმის ოპერაში გაიმართა.

დასკვნითი საკონკურსო ჩვენება სასტუმროს წვეულებათა დარბაზში გაიმართა. კომპეტენტურმა ჟიურიმ საუკეთესო ახალგაზრდა დიზაინერები სხვადასხვა წამახალისებელი პრიზითა და დიპლომით დააჯილდოვა. მათ შორის საუკეთესოებს ჯილდოდ უცხოეთში სტაჟირება ერგოთ.

ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსი 2000 წლიდან იმართება. კონკურსის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და ის უკვე საერთაშორისო მასშტაბებს იღებს.