loader

ირლანდიაში რიანას სარეკლამო ბანერზე შიშველი მკერდი ნაჭრით დაუფარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირლანდიაში რიანას სარეკლამო ბანერზე შიშველი მკერდი ნაჭრით დაუფარეს

დუბლინში ქუჩის სარეკლამო ბანერებზე პოპ-მომღერალ რიანას შიშველი მკერდი ნაჭრებით დაფარეს. ბანერზე, რომელიც მომღერლის საკონცერტო ტურნეს რეკლამას უკეთებს, რიანა ბიუსტჰალტერის გარეშეა გამოსახული.

როგორც ჩანს, ირლანდიელებმა ბანერებზე გამოსახული სიშიშვლე მეტისმეტად მიიჩნიეს. ნაჭრები ბანერებზე მთელი ქალაქის მასშტაბით გააკრეს. ზოგიერთ მათგანზე ქვედაბოლო და მაისურიც მიამაგრეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რიანა ირლანდიის მოსახლეობას თავისი სითამამით აღაშფოთებს. სწორედ ირლანდიაში გადაიღო ვარსკვლავმა ვიდეოკლიპი სიმღერისთვის We Found Love, რომლის გადაღებებზე რიანა ასევე შიშველი მკერდით დააფიქსირეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე