loader

სოსო პავლიაშვილმა სერგეი ზვერევი "ქართული ფულით" ამღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო პავლიაშვილმა სერგეი ზვერევი "ქართული ფულით" ამღერა

პოპულარული რუსული შოუს, Камеди Клаб-ის მორიგ ეპიზოდში, სტუმრებს შორის იყვნენ სოსო პავლიაშვილი, სერგეი ზვერევი და სხვა ცნობილი სახეები. წამყვანებმა გარიკ მარტიროსიანმა და პაველ ვოლიამ სტილისტ-დიზაინერ სერგეი ზვერევს სთხოვეს, სიმღერა შეესრულებინა. წამყვანებს არც სოსო პავლიაშვილი ჩამორჩა, რომელიც სერგეის გვერდით იჯდა და იმავე თხოვნით მიმართა ზვერევს. სტილისტმა აღნიშნა, რომ უფასოდ არ იმღერებდა, რის შემდეგაც პავლიაშვილმა 100 ევრო გაუწოდა მას. ამის დანახვაზე პაველ ვოლიამ დარბაზს მიმართა: "მეგობრებო, ოპოზიციონერების გასაგონად, სერგეი ზვერევი ქართულ ფულზე მღერის".

ზვერევმა უყოყმანოდ აიღო ფული, სკამზე ავიდა და სიმღერის შესრულება დაიწყო. მისმა სიმღერამ დარბაზი ძალიან გაამხიარულა. შემდეგ უკვე წამყვანებმა პავლიაშვილთან გადაინაცვლეს, სცენაზე უხმეს და მან სიმღერა небо на ладони შეასრულა.