loader

"ვია გრას" ექს-სოლისტი ბარის დახლზე ეროტიკული ცეკვისთვის დააჯარიმეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვია გრას" ექს-სოლისტი ბარის დახლზე ეროტიკული ცეკვისთვის დააჯარიმეს

პოპულარული უკრაინული ჯგუფის "ვია გრას" ყოფილი სოლისტი, 27 წლის ტატიანა კოტოვა, რომელიც ეპატაჟური იმიჯით გამოირჩევა, ჟურნალისტებს სკანდალებს არ აკლებს. ტატიანა ჯგუფში ორი წლის განმავლობაში 2008-2010 წლებში მღეროდა და არც მაშინ და არც ახლა, გამოირჩევა "სიმორცხვით". მომღერალი ხან საცვლის გარეშე ჩნდება წვეულებებსა თუ მაღაზიებში, ხან ეროტიკულ ფოტოსესიებს აწყობს და სოციალურ ქსელში აბაზანაში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. ამჯერად, პაპარაცებმა კოტოვა სექსუალური ცეკვის დროს გამოიჭირეს.

ტაილანდში ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, კოტოვამ ცეცხლოვანი შოუ მოაწყო. გრძელფეხება რუსი ლამაზმანი, რომელიც "მის რუსეთი 2006"-ის ტიტულის მფლობელია, ბარის დახლზე ავიდა და სტუმრების შეძახილებისა და აპლოდისმენტების ფონზე იცეკვა.

თუმცა, რამდენიმეწუთიანი გართობა კოტოვას ძვირად დაუჯდა. საქმეში დაცვა ჩაერია, რომელმაც "ვია გრას" ექს-სოლისტს განუმარტა, რომ დახლზე ცეკვა აკრძალულია და ამის გამო 3 ათასი დოლარით დააჯარიმა.


ასევე იხილეთ:

შიშველ გოგონებთან ერთად პეტერბურგის ქუჩებში მოსეირნე ბაიკერები დააჯარიმეს

ტომსკელი გოგონა ქალაქის ქუჩებში "შიშველი გარბენისთვის" დააჯარიმეს