loader

ჯონი დეპმა შოუმენ ჯიმი კიმელს ტუჩებში აკოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯონი დეპმა შოუმენ ჯიმი კიმელს ტუჩებში აკოცა

1-ელ ივლისს მსახიობი ჯონი დეპი ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ჯიმი კიმელის გადაცემას სტუმრობდა. წამყვანი მსახიობს გამოუტყდა, რომ აღფრთოვანებულია მისი ლამაზი სახით. ჯონის ჯიმის კომპლიმენტზე გაეცინა, უხმოდ წამოდგა და კიმელი კოცნით დააჯილდოვა. ჯერ ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ტუჩებისკენ "გადაინაცვლა". მაყურებლები ხმამაღალი შეძახილებითა და ოვაციებით შეხვდნენ "ვარსკვლავურ კოცნას". შოუმენი თითქოს დაიბნა და გაწითლდა კიდეც: "დამავიწყდა, რის თქმას ვაპირებდი. ეს საუკეთესო კოცნა იყო ჩემი სკოლის პერიოდის კოცნებს შორის" - აღნიშნა კიმელიმ.