loader

მომღერალ ლორენ ჰილს გადასახადების გადაუხდელობის გამო პატიმრობა მიუსაჯეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომღერალ ლორენ ჰილს გადასახადების გადაუხდელობის გამო პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკელი მომღერალი, Grammy-ს რვა პრემიის მფლობელი ლორინ ჰილი დღეს კონეკტიკუტის შტატის ციხეში გადაიყვანეს. მომღერალს სამი თვე გადასახადების გადაუხდელობის გამო მიუსაჯეს. კერძოდ, ჰილმა ხაზინაში 1 მლნ დოლარი არ გადაიხადა.

გამოსასწორებელი დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჰილს კიდევ სამთვიანი შინაპატიმრობა ელის.

მომღერალი მელომანებს ჰიტ Supernatural-ით დაამახსოვრდათ, რომელიც კარლოს სანტანასთან ერთად ჩაწერა. მისი ყველაზე წარმატებული ალბომი The Miseducation of Lauryn Hill-ია (1998). ალბომის 8 მლნ ასლი გაიყიდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე