loader

კელი ოსბორნი დაინიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კელი ოსბორნი დაინიშნა

ოზი ოსბორნის ქალიშვილი, კელი ოსბორნი თხოვდება. დღეს ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. კელი და მისი მეგობარი მამაკაცი, მეთიუ მოსჰარტი დაინიშნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მეთიუმ კელის ხელი კარიბის კუნძულებზე დასვენებისას სთხოვა.

"არასდროს მიგრძვნია ასეთი სიახლოვე სხვასთან. ადამიანები ამბობენ, რომ მე და მეთიუ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, გვსურს, რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ", - ამბობს კელი.

კელი და მეთიუ ერთმანეთს 2011 წელს, კეიტ მოსის და ჯეიმი ჰინსის ქორწილში შეხვდნენ. როგორც მოსჰარტი აცხადებს, ის მალევე მიხვდა, რომ კელი სწორედ ის ერთადერთი ქალია, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება სურს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე