loader

ქეთა თოფურიას საპატარძლო კაბას ფრანგი დიზაინერი უკერავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქეთა თოფურიას საპატარძლო კაბას ფრანგი დიზაინერი უკერავს

ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობს და პირადი ცხოვრების დეტალებს უმხელს გულშემატკივრებს. ამჯერად ქეთამ გვამცნო, რომ მოსკოვში ვერსად იპოვა შესაფერისი საპატარძლო კაბა 9 სექტემბერს დაგეგმილი ქორწილისთვის და პარიზში მიემგზავრება. დღეს დილით რუსული ესტრადის ვარსკვლავმა "ინსტაგრამზე" კიდევ ერთი ვიდეო ატვირთა. ახალგაღვიძებული ქეთა ჯერ კიდევ საწოლში ნებივრობს და ატყობინებს ფანებს, რომ პარიზში, ცნობილ ფრანგ დიზაინერ სტეფან როლანდთან კაბის მოსაზომად მიდის.

ქეთა თოფურია 2013 წლის დასაწყისში დაინიშნა. მომღერალი თავის რჩეულს, 37 წლის ბიზნესმენ ლევ გეიხმანს სამი წლის მანძილზე ხვდებოდა.


ასევე იხილეთ:

ქეთა თოფურიას სამი სიყვარული, მეუღლე და "მგზავრული" ექსპრომტად

როგორ ერთობა ქეთა თოფურია საწოლში