loader

სალომე ქათამაძე და დუეტი "ჯორჯია" - "ახალი ტალღის" მეორე საკონკურსო დღე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ქათამაძე და დუეტი "ჯორჯია" - "ახალი ტალღის" მეორე საკონკურსო დღე

25 ივლისს იურმალაში "ახალი ტალღა 2013"-ის მეორე საკონკურსო დღე გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნების ჰიტები შეასრულეს. ქართველმა მომღერალმა სალომე ქათამაძემ კონკურსის 2008 წლის გამარჯვებულ დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად ქართული სიმღერების პოპური შეასრულა და ჟიურის ცხრა წევრისგან უმაღლესი 11 ქულა დაიმსახურა, ლეონიდ აგუტინმა ქართველ მომღერლებს 10 ქულა, ტოტო კუტუნიომ კი - 8 ქულა მიანიჭა.

ამრიგად, საერთო შედეგების მიხედვით, პირველ ადგილს კვლავ კუბელი მომღერალი ინარჩუნებს 241 ქულით, მეორეზე სალომე ქათამაძეა 237 ქულით, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებს სომხეთი და ვიეტნამი ინაწილებენ 234 ქულით.

ასევე იხილეთ:

"კუტუნიოს ალბათ ეძინა და არ მოეწონა, რომ გააღვიძეს" - ვალერი მელაძე

სალომე ქათამაძემ ფურორი მოახდინა - "გოგონა-ენერგია" იურმალას სცენაზე



იხილეთ ვიდეო georgianews.ge-
ზე