loader

პენელოპა კრუსმა ირინა შეიკი საცვლების პროვოკაციულ რეკლამაში გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პენელოპა კრუსმა ირინა შეიკი საცვლების პროვოკაციულ რეკლამაში გადაიღო

ჰოლივუდის მსახიობმა პენელოპა კრუსმა რუსი მოდელი ირინა შეიკი რეკლამაში გადაიღო. ესპანელი მსახიობი თავის დასთან მონიკა კრუსთან ერთად, საცვლების კომპანიას ფლობს და ახალი კოლექციის პოპულარიზაციისთვის პენელოპამ ეფექტური რეკლამა თავად გადაიღო. კოლექცია სახელწოდებით L'Agent დებმა თეთრეულის ცნობილი ბრენდის Agent Provocateur-ისთვის შექმნეს. ამჯერად პენელოპამ დიზაინერობასთან ერთად რეჟისორის როლიც მოირგო და დებიუტის კვალობაზე, საკმაოდ პროვოკაციული და თამამი ვიდეორგოლი გამოუვიდა.

ირინასთან ერთად კრუსმა ცნობილი სამოდელო სააგენტოების ყველაზე ეგზოტიკური გარეგნობის გოგონები მიიწვია კლიპში. სარეკლამო რგოლის ბოლოს კიდევ ერთი სიურპრიზი ელის მაყურებელს - ვიდეოში პენელოპას მეუღლე, მსახიობი ხავიერ ბარდემიც მონაწილეობს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე