loader

"მომავლის პიანისტი" - ბლიც ინტერვიუ ხატია ბუნიათიშვილთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მომავლის პიანისტი" - ბლიც ინტერვიუ ხატია ბუნიათიშვილთან

დასავლელი ჟურნალისტები და მუსიკოსები მას ხშირად "მომავლის პიანისტს" უწოდებენ. არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალის მონაწილე 25 წლის ხატია ბუნიათიშვილი, ივლისის ბოლოს შვეიცარიის კურორტ ვერბიერში ცნობილ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს Verbier Festival 2013-ს სტუმრობდა. ზედიზედ მესამე წელია, ბუნიათიშვილი ფესტივალის საპატიო სტუმარია. "ხატია ვერბიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა. 25 წლის ასაკში, ახალგაზრდა ქართველ პიანისტს არნახული კარიერა აქვს. მისი ვირტუოზული შესრულება, წარმოსახვისა და იმპროვიზაციის უნარი ერთნაირად ანცვიფრებს კრიტიკოსებსა და მსმენელს" - ვკითხულობთ ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.

ვერბიერში გამართულ კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილმა ლისტის, შუბერტის, შოპენისა და რაველის ნაწარმოებები შეასრულა და ფესტივალის ტელევიზიის ჟურნალისტთან ბლიც-ინტერვიუსთვისაც მოიცალა.

კითხვაზე, საკონცერტო ტურნეს დროს, რა არის მისი საყვარელი საჭმელი, პიანისტმა დაუფიქრებლად უპასუხა: "საყვარელი კერძი არ მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი და შეუცვლელი რაც მჭირდება - ეს წყალია". კიდევ ერთ ბლიც შეკითხვაზე: რა მუსიკით მოიგერიებდა დათვ გრიზლის, ხატიამ უპასუხა: "ალბათ სტრავინსკის "პეტრუშკას" დავუკრავდი. იქ არის რუსული თემები, რომელიც ხშირად აგრესიულადაც ჟღერს, რაც შესაძლოა შემაშინებელი იყოს... საერთოდ, რუსული აგრესია საშიშია, ასე რომ შეიძლება დათვიც შეშინდეს სტრავინსკით".

ასევე იხილეთ: ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი ბერლინის ტყეში და ფილმი ახალგაზრდა პიანისტზე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-
ზე