loader

ჯეიმს ბლანტმა ახალი სიმღერა უიტნი ჰიუსტონის ხსოვნას მიუძღვნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯეიმს ბლანტმა ახალი სიმღერა უიტნი ჰიუსტონის ხსოვნას მიუძღვნა

"არ გემშვიდობებით, შენ ყოველთვის იქნები "მის ამერიკა" - ამ სიტყვებით უმღერის ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯეიმს ბლანტი პოპ-მუსიკის დედოფალს უიტნი ჰიუსტონს. ისე, როგორც ერთ დროს ელტონ ჯონმა პრინცესა დიანას ტრაგიკულ გარდაცვალებას სიმღერა მიუძღვნა, ჯეიმს ბლანტი ახალ სიმღერას უიტნის ხსოვნას უძღვნის.

ვიდეორგოლში მხოლოდ ჯეიმს ბლანტი ჩანს, რომელიც როიალის აკომპანიმენტით მღერის. ემოციურ სიმღერაში ბლანტი თითქოს ჰიუსტონს ესაუბრება და მისი ცხოვრების მთელ დრამას იხსენებს. ამერიკელი დივა 2012 წლის თებერვალში ნარკოტიკებისა და სასმლის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Miss America აკუსტიკური ბალადაა ჯეიმს ბლანტის რიგით მეოთხე სტუდიური ალბომიდან Moon Landing. ახალ ალბომს 14 ახალი სიმღერით ინგლისელი შემსრულებლის გულშემატკივრები ოქტომბრიდან იხილავენ.

იხილეთ georgianews.ge-ზე