loader

ვინ არის რიანას ახალი შეყვარებული? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის რიანას ახალი შეყვარებული?

მომღერალ რიანას რეპერ A$AP Rocky-სთან რომანი აქვს, - ამის შესახებ დასავლური პრესა წერს. რიანამ რეპერთან ერთად სიმღერა "Work" ჩაწერა. წყვილი ნიუ-იორკში სიმღერის კლიპზე მუშაობდა, როდესაც პაპარაცებმა ფოტოები გადაუღეს. ფოტოებზე ჩანს, რომ მომღერალი და რეპერი გადასაღები მოედნის მიღმა შეყვარებულებივით იქცევიან.

მეორე მხრივ, კლიპის სიუჟეტის მიხედვით, რიანა და A$AP Rocky შეყვარებულ წყვილს განასახირებენ, ამიტომ სკეპტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ მომღერლებმა უბრალოდ როლი კარგად მოირგეს: იცინოდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ.

თუმცა, თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მომღერალსა და მუსიკოსს შორის ვნება გაჩნდა. ვრცელდება ჭორები, რომ წყვილის რომანი კლიპზე მუშაობის პარალელურად დაიწყო.

მომზადებულია Starslife-ის მიხედვით.

ინფორმაციო პორტალი ამბები.გე